მინისპექტაკლები
ფიზმათელი ჭინკების მორიგი კრეატიული წამოწყება გახლავთ მინისპექტაკლები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით. ამჯერად მოსწავლეებმა იგავების: „სოფლის მაშენებლები“, „ენით დაკოდილი“, „მეფე და მხატვარი“, „მოხერხებული არაბი“ და „ქურდი მკერავი“ პერსონაჟები გააცოცხლეს სცენაზე. მოსწავლეებმა შემოქმედებითი ხედვითა და დიალოგების გამოყენებით საინტერესო სიუჟეტები განავითარეს. მინისპექტაკლებში მონაწილეობდნენ შემდეგი მოსწავლეები: ლიზი კაკულია, მართა უშხვანი, ნიკოლოზ ქურასბედიანი, ნიკოლოზ ორჯონიკიძე, რომეო ჭოხონელიძე, ალექსანდრე ქოჩიაშვილი, სოსო კოპალიანი, ანრი გიორგაძე, მარიამ შელია, ანი მუმლაძე, რომა მეგრელიშვილი, ანასტასია მარდალეიშვილი, მათე მანაგაძე, გივიკო ცვარიანი, ლევან გეწაძე, მარიამ ნემსაძე, გიორგი ხაჭაპურიძე, თასო ჩხეტიანი, ნიკოლოზ ტყაბლაძე, სანდრო პულუზაშვილი, შოთა ბარათაშვილი, ზური ბოდოკია, სანდრო სირაძე.სპეციალურად ამ დღისთვის აფიშა დაამზადა მე-5-ვ კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ქურასბედიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვხიბლა თავისი კალიგრაფიითა და ორიგინალური ხედვით. ღონისძიების ბოლოს მონაწილე მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცათ თავიანთი შთაბეჭდილებები დაეტოვებინათ „შთაბეჭდილებების ხეზე“. წარმოდგენას დამსწრე საზოგადოებისაგან დიდი მოწონება ხვდა წილად.
პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.
No comments:
Post a Comment